შრომის ინსპექტირების პროცესის სანდოობა და ეფექტურობა - ანგარიშის შეჯამება

29 ნოე, 2023

ანგარიში გამოქვეყნდა 2023 წლის 27 ნოემბერს და ის განიხილავს ფაქტორებს, რომლებიც აფერხებს საქართველოს შრომის ინსპექციის ეფექტურობასა და სანდოობას. ანგარიშში „ღირსეული შრომის პლატფორმის“ წევრი ორგანიზაციების ინსპექციასთან ურთიერთობის გამოცდილებებია შეფასებული.

ანგარიში „ღირსეული შრომის პლატფორმის“ წევრი ორგანიზაციებისა და მათი ბენეფიციარების კვლევას ეფუძნება, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციის მანდატი გაფართოვდა (2021 წლიდან). დოკუმენტში მათი გამოცდილებები და მთავარი გამოწვევებია გაანალიზებული. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ანგარიში რეკომენდაციებსაც მოიცავს.