სკოლის კლიმატის კვლევის მეთოდოლოგია

27.03.2018

ტრენერთა სახელმძღვანელო
ავტორი: ნატო ყვავილაშვილი; პროექტის მენეჯერები: ანა სუბელიანი, თამაზ ახობაძე; რედაქტორი: თამთა გოგიჩაშვილი;  დიზაინი და დაკაბადონება: ნიკოლოზ შაიშმელაშვილი; ილუსტრაციების ავტორი: კოკა ქიტიაშვილი

კვლევითი გუნდის მიერ, წინასწარ მომზადდა ფოკუს-ჯგუფის დისკუსიისთემები, რომლებიც მოიცავდა სხვადასხვა საკითხებს სკოლებში არსებული ,,ბულინგის“ შესასწავლად. თითოეული სამიზნე ჯგუფისათვის, იდენტური თემებისთვის, კითხვები სხვადასხვაგვარად ფორმულირდა და შეიქმნა ფოკუს-ჯგუფის სამი სახელმძღვანელო (მასწავლებლებისათვის, ტექნიკური პერსონალისათვის და მშობლებისათვის). ადმინისტრაციისათვის ჩაღრმავებული ინტერვიუს დროს, გამოყენებული იყო მასწავლებლებისათვის განკუთვნილი ფოკუს-ჯგუფის კითხვარი, რადგან თემები მსგავსი გახლდათ და კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, საჭირო იყო იმავე ინფორმაციის მიღება.

ფოკუს-ჯგუფის კითხვები დაეგზავნა რამდენიმე ექსპერტს, მათი კომენტარებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, დაიხვეწა და შემუშავდა საბოლოო დოკუმენტი.

ბარათებით კომუნიკაცია საინტერესოდ მივიჩნიეთ, შეგვესწავლა ,,ბულინგის“ ფენომენი დაწყებით კლასებში. ამასთან დაკავშირებით, გავიარეთ კონსულტაციები სფეროს ექსპერტებთან – ბავშვთა ფსიქოლოგებთან და მკვლევრებთან. კონსულტაციების შედეგად, კვლევითმა გუნდმა შეიმუშავა ,,ბულინგის“ შესაფასებელი ბარათები, რომელიც ასახავს ,,ბულინგის“ ტიპურ შემთხვევებს ბავშვებში. შემფასებელი სთხოვს ბავშვს, დააკვირდეს ბარათზე მოცემულ (დახატულ) სიტუაციას და უპასუხოს, ყოფილა თუ არა მსგავს სიტუაციაში ან სხვა ბავშვი ხომ არ უნახავს.

12 წლის და 12 წლის ზემოთ მოსწავლეებთან, გამოყენებული იყო 36 დებულებიანი მოზარდების თანატოლებთან ურთიერთობის ინსტრუმენტი, რომელიც ზომავს როგორც მსხვერპლის, ასევე ბულერის გამოცდილებას. მოხდა ექსპერტთა გუნდის მიერ ინსტრუმენტის ადაპტირება თარგმანისა და უკუთარგმანის საშუალებით და თან დაერთო რამდენიმე ღია კითხვა, დამატებით სიღრმისეული ინფორმაციის ამოღების მიზნით.