საქართველოში თავზე ჭერიდან უსახლკარობამდე ერთი ნაბიჯი, ერთი ამბავია.
აქ თავმოყრილი ამბების გმირების ნაწილს ერთ დროს სახლი ჰქონდათ, დღეს კი თავშესაფარში ცხოვრობენ. ეს ამბები იქ შევაგროვეთ – ქალაქის ნაპირებზე გაფანტული თავშესაფრები ბევრ ერთმანეთისგან განსხვავებულ და თან ერთნაირ ამბავს იტევს.
ეს ამბები, როგორც ფაზლის ნაწილები, დიდი ამბის ნატეხებია. დიდი ამბავი კი საქართველოს ახალი ისტორიაა – იმედგაცრუების, სასოწარკვეთის, სიღარიბის, შფოთის, უიმედობის ნამტვრევებით აწყობილი.
ზეპირი ისტორიები შეაგროვა და წიგნი გამოსცა მარიამ ნატროშვილმა ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით.