ტრენერთა სახელმძღვანელო
ავტორი: ნათია კუჭუხიძე; პროექტის მენეჯერები: ანა სუბელიანი, თამაზ ახობაძე; რედაქტორი: თამთა გოგიჩაშვილი; დიზაინი და დაკაბადონება: ნიკოლოზ შაიშმელაშვილი
წინამდებარე მოდული განკუთვნილია პედაგოგებისთვის, რომლებიც აპირებენ მომავალი თანატოლთა მედიატორების მომზადებას, ტრენინგი გათვლილია საშუალო და მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის. მისი მიზანია საშუალო და მაღალი კლასის მოსწავლეების გადამზადება მედიატორებად. ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეები ეცნობიან მედიაციის პროცესს, მის მიზნებსა და ამოცანებს, მედიატორის როლს, პასუხისმგებლობებს, თანატოლთა მედიაციის პროცესსა და ეფექტურად წარმართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, ვარჯიშობენ მათ ათვისებაში.
მედიაციის პროცესის დასწავლა-გავარჯიშებისათვის წარმოდგენილია ზღაპრისეული მედიაციის გათამაშება, რაც აადვილებს საჭირო უნარების დანახვასა და განვითარებას. მოდულის დიდი ნაწილი ეთმობა მედიაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დასწავლას, გავარჯიშებას, კერძოდ: არავერბალური მინიშნებების ამოცნობას, არაგანსჯითი კომუნიკაციის დასწავლას, გავარჯიშებას და, ბოლოს, მედიაციის პროცესის როლურ გათამაშებას, რაც უკვე წინაპირობაა თანატოლთა მედიაციის პროცესის ჯერ სუპერვიზორის მეთვალყურეობის ქვეშ და შემდგომ, დამოუკიდებლად წარმართვისათვის.
აქ წარმოდგენილი ტრენინგის ხანგრძლივობა დაახლოებით 7 საათია და წარმოადგენს მედიაციის პროცესის სწრაფი იმპლემენტაციის მოდელს, რომელიც მომზადებულია „კონფლიქტების გადაჭრა თანატოლთა მედიაციის პროგრამით“- ბაზაზე1.