Covid-19 ინფიცირების საფრთხის გარდა, ბოლო პერიოდში ფსიქიკური ჯანმრთელობა არანაკლებ საყურადღებო გახდა. ინფიცირების შიში, გაურკვევლობა მომავლის მიმართ და ეკონომიკური კრიზისის შედეგების შიში მოსახლეობის დიდ ნაწილში შფოთვას და განგრძობით სტრესს იწვევს, რასაც, ზოგიერთ შემთხვევაში ინფიცირებაზე მძიმე შედეგი შეიძლება ჰქონდეს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანებს, ვის ახლობლებს და ოჯახის წევრებსაც შეეხო დაავადება, ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან ამ პროცესის მართვასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი ადამიანები. გახშირდა ოჯახული ძალადობის შემთხვევები კარანტინსა და იზოლაციის პირობებში, რაც მოქალაქეების ფსიქიკაზე აისახება.
14 აპრილიდან ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით საქართველოს მოსახლეობისთვის უფასო ფსიქოლოგიური სერვისები იწყებს მუშაობას.
გაიგეთ მეტი პროექტების შესახებ პირდაპირი ეთერიდან: