უფასო ფსიქოლოგიური დახმარების სერვისები Covid-19 პანდემიის დროს

14 აპრ, 2020

Covid-19 ინფიცირების საფრთხის გარდა, ბოლო პერიოდში ფსიქიკური ჯანმრთელობა არანაკლებ საყურადღებო გახდა. ინფიცირების შიში, გაურკვევლობა მომავლის მიმართ და ეკონომიკური კრიზისის შედეგების შიში მოსახლეობის დიდ ნაწილში შფოთვას და  განგრძობით სტრესს იწვევს, რასაც, ზოგიერთ შემთხვევაში ინფიცირებაზე მძიმე შედეგი შეიძლება ჰქონდეს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანებს, ვის ახლობლებს და ოჯახის წევრებსაც შეეხო დაავადება, ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან ამ პროცესის მართვასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი ადამიანები.  გახშირდა ოჯახული ძალადობის შემთხვევები კარანტინსა და იზოლაციის პირობებში, რაც  მოქალაქეების ფსიქიკაზე აისახება.

14 აპრილიდან  ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით  საქართველოს მოსახლეობისთვის უფასო ფსიქოლოგიური სერვისები იწყებს მუშაობას.

  • კრიზისული ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი-   ️ 2 911 000. მოსახლეობას პირველად სატელეფონო მომსახურებას გაუწევს  ასოციაცია „ნდობა“ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობით.
  • დისტანციური ფსიქოლოგიური მომსახურება ტელეფონის და ვიდეოზარის მეშვეობით- მომსახურება გულისხმობს ინდივიდუალურ კონსულტაციას ჩაღრმავებული და ხანგრძლივი მომსახურების საჭიროების შემთხვევაში. კონსულტაცია განხორციელდება ვიდეოზარის ან ტელეფონის მეშვეობით. მოსახლეობას მოემსახურება კლუბი „სინერგია“, რომელიც ორგანიზაციის გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში ეგიდით მუშაობს. 599807021; 599807024
  • მოსახლეობის უზრუნველყოფა  ფსიქო-საგანმანათლებლო  წყაროებით- სანდო და  მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფსიქო-საგანმანათლებლო  მასალების მიწოდება მოსახლეობისთვის. პროექტი განხორციელდება კოგნიტურ-ბიჰევიორული საზოგადოების მიერ. საინფორმაციო მასალა გამოქვეყნდება ფეისბუქზე არსებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის პლატფორმაზე სახელწოდებით „ღია“.

გაიგეთ მეტი პროექტების შესახებ პირდაპირი ეთერიდან: