ინფორმაციის წყარო: თბილისის ივ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა “ფონდ ღია საზოგადოება საქართველოში” გამოცხადებული უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოიპოვა დაფინანსება პროექტისათვის “ელექტრონული მუსიკალური ბიბლიოთეკა” ბიუჯეტით 13 154 $.
პროექტის მიზანია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკის ბაზაზე საქართველოში პირველი მუსიკალური ბიბლიოთეკის შექმნა და მუსიკალური ბიბლიოთეკის სფეროში ხარისხიანი, ეფექტური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის შექმნით საქართველოში უმაღლესი მუსიკალური განათლების ხელშეწყობა.
ვებ-გვერდზე განთავსდება სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ელექტრონული მასალები, აგრეთვე, ქართველი კომპოზიტორების, ქართული ტრადიციული მუსიკისა და ბიბლიოთეკის რარიტეტული გამოცემების ფონდი. მასალები ეფექტურად ძიებადი და დისტანციურად ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის, რომელშიც, სამომავლოდ, შესაძლებელი იქნება როგორც კონსერვატორიის, ისე სხვა მუსიკალური ბიბლიოთეკების ნებისმიერი ფორმატის (ვიდეო, ფონო, ფოტო, ტექსტობრივი) მასალის განთავსება.
მუდმივადგანახლებადი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მომზადდება საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ Dspace-ს მოდელზე.
პროექტის ხანგრძლივობაა 7 თვე. დასაქმდება 11 სტუდენტი, მათგან, კონკურსის წესით შეირჩევა 8 წევრი, რომლებიც იმუშავებენ მასალების გაციფრებაზე. ციფრულ ბიბლიოთეკაზე მუშაობას განაგრძობენ კონსერვატორიის ბიბლიოთეკის თანამშრომლები.
პროექტის ორგანიზატორები მხარდაჭერისათვის მადლობას უხდიან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორს, ბ-ნ რეზო კიკნაძეს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბ-ნ ნიკოლოზ ხორბალაძეს და ბიბლიოთეკის დირექტორს, ქ-ნ მაია მეტრეველს, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს უმაღლესი განათლების მიმართულების მენეჯერს, ქ-ნ ხათუნა იოსელიანს და მიმართულების კოორდინატორს, ქ-ნ ნინო კიკნაველიძეს, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს, ქ-ნ რუსუდან ასათიანს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორს, ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. ერმილე მესხიას და მუსიკის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, პროფ. ხათუნა მანაგაძეს, ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის რექტორს, პროფ. რუსუდან ლორთქიფანიძეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, ბ-ნ გიორგი კეკელიძეს და დირექტორის მოადგილეს, ბ-ნ მირიან ხოსიტაშვილს. აგრეთვე, ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოიჩინა გულისხმიერება და ხელი შეუწყოს პროექტის წარმატებას.