3 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII კორპუსში (ჭავჭავაძის 13, ატენის ქუჩის კუთხეში, მეორე სართული, ბიბლიოთეკა) გაიმართება სემინარი პლაგიატის პრევენციის თემაზე.
სემინარს უძღვება ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი ტასილო შმიტი (Tassilo Schmitt). პროფ. შმიტი უმაღლესი განათლების პოლიტიკის სფეროში 2002 წლის შემდეგ აქტიურად მუშაობს. იყო გერმანიის უმაღლესი განათლების განვითარების ცენტრის ექსპერტი და მონაწილეობდა უნივერსიტეტების რანჟირების ევროპული პროექტის შემუშავებაში.
სემინარზე დასწრება შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისთვის.