სოციალური სამართლიანობა

სოციალური სამართლიანობის პროგრამა, 2023 წელს სამ პრიორიტეტულ მიმართულებაზე იმუშავებს:

შრომის უფლებები

  • შრომის უფლების ნაწილში, ჩვენ გავაგრძელებთ უფასო სამართლებრივი დახმარების მხარდაჭერას სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლებული, სამუშაო ადგილებზე დაშავებული დასაქმებულებისთვის.
  • კვლევითი კომპონენტით დავფარავთ შრომის ახალი ფორმების კონცეფციებს, არაფორმალურ შრომასა და პლატფორმების ეკონომიკას და შევეცდებით დავინახოთ ამ სფეროში დასაქმებულთა უფლებრივი გამოწვევები და მათი დაცვის მექანიზმები. მხარს დავუჭერთ ქალთა შრომის საკითხების წინ წამოწევას და შრომის უსაფრთხოების საკითხების პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებას.
  • განსაკუთრებული კონცენტრაციით ვიმუშავებთ ქალთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების კვლევაზე და ამ კუთხით გაუმჯობესებული პოლიტიკის დანერგვის ადვოკატირებაზე. ამ წლის განმავლობაში, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ალტერნატიული პროფკავშირების და დასაქმებულთა არაფორმალური გაერთიანებების მხარდაჭერას,მათ შორის, ღირსეული შრომის პლატფორმის მეშვეობით.

ურბანული და გარემოსდაცვითი სამართლიანობა

  • პროგრამა ამ წელს, ჩაუღრმავდება და შეისწავლის ურბანული და გარემოსდაცვითი სამართლიანობის წინააღმდეგ მიღებულ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს და მხარს დაუჭერს ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოსა და საჯარო სივრცეებისთვის მებრძოლ აქტივისტურ ჯგუფებს ქალაქებსა და რეგიონებში.

სათანადო საცხოვრისი

  • ასევე გავაგრძელებთ სათანადო საცხოვრისის საკითხებზე კვლევით სამუშაოს და დრო და დრო, საინტერესო მიგნებებს შევთავაზებთ საზოგადოებას.

სხვა პროგრამები

მედიაპროგრამა

ეროვნული ინტეგრაცია

ევროინტეგრაცია

ადამიანის უფლებები

სოციალური სამართლიანობა

საპროექტო განაცხადი

აუცილებელია, სრულად შეავსოთ ინფორმაცია, რომელსაც ფონდში წარმოდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს.

კონსულტაცია

სასურველია, ფონდში პროექტის შემოტანამდე კონსულტაცია გაიაროთ კონკრეტული პროგრამის წარმომადგენლებთან.

მხარდაჭერილი პროექტები

ფონდის დაფინანსებული
პროექტების ბაზა.

სიახლეები

მულტიმედია