საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მედიაპროგრამის მიზანია საზოგადოებრივი ინტერესის გამომხატველი მედიის მხარდაჭერა იმისათვის, რომ ხარისხიანი ჟურნალისტიკა ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენებისათვის.
ფონდის მედიაპროგრამა გააგრძელებს თანამშრომლობას მის პარტნიორ მედიებთან, დამოუკიდებელ, პასუხისმგებლიან ჟურნალისტურ ჯგუფებთან დედაქალაქსა და რეგიონებში, რომლებიც ქმნიან სანდო და ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიტიკურ და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს, და ყოველდღიურ ახალ ამბებს ონლაინ.
ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს შექმნისა და მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით, ფონდი გააგრძელებს მუშაობას ორგანიზაციებთან, რომლებიც გაერთიანებული არიან კოალიციაში მედიის ადვოკატირებისათვის და იზრუნებს კოალიციის გაძლიერებაზე.
მედიის მხარდაჭერის პროგრამის სტრატეგიით გათვალისწინებული ბიუჯეტი 2025 წლის მაისიდან ამოწურულია. შესაბამისად, პროგრამა ღია კარის წესით მიღებულ საპროექტო განაცხადებს აღარ განიხილავს.
აუცილებელია, სრულად შეავსოთ ინფორმაცია, რომელსაც ფონდში წარმოდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს.
სასურველია, ფონდში პროექტის შემოტანამდე კონსულტაცია გაიაროთ კონკრეტული პროგრამის წარმომადგენლებთან.
ფონდის დაფინანსებული
პროექტების ბაზა.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.