მედიის მხარდაჭერის პროგრამა

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მედიაპროგრამის მიზანია საზოგადოებრივი ინტერესის გამომხატველი მედიის მხარდაჭერა იმისათვის, რომ ხარისხიანი ჟურნალისტიკა ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენებისათვის.

ფონდის მედიაპროგრამა გააგრძელებს თანამშრომლობას მის პარტნიორ მედიებთან, დამოუკიდებელ, პასუხისმგებლიან ჟურნალისტურ ჯგუფებთან დედაქალაქსა და რეგიონებში,  რომლებიც ქმნიან სანდო და ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიტიკურ და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს, და ყოველდღიურ ახალ ამბებს ონლაინ.

ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს შექმნისა და მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით, ფონდი გააგრძელებს მუშაობას ორგანიზაციებთან, რომლებიც გაერთიანებული არიან კოალიციაში მედიის ადვოკატირებისათვის და იზრუნებს კოალიციის გაძლიერებაზე.

ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციური და რეპრესიული კანონების შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, ამჟამად დაყადაღებულია. ამავე კანონებით, ფონდს შეზღუდული აქვს დამატებითი ფინანსების მიღებაც. შესაბამისად, ფონდის პროგრამების მიერ საპროექტო განაცხადების განხილვა და გრანტების გაცემა დროებით შეუძლებელია. ქართველი ხალხის დახმარების ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ არადემოკრატიული კანონების გაუქმების პირობებში.

სხვა პროგრამები:

ადამიანის უფლებების პროგრამა

ევროინტეგრაციის პროგრამა

ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა

საპროექტო განაცხადი

აუცილებელია, სრულად შეავსოთ ინფორმაცია, რომელსაც ფონდში წარმოდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს.

კონსულტაცია

სასურველია, ფონდში პროექტის შემოტანამდე კონსულტაცია გაიაროთ კონკრეტული პროგრამის წარმომადგენლებთან.

მხარდაჭერილი პროექტები

ფონდის დაფინანსებული
პროექტების ბაზა.

სიახლეები

მულტიმედია

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.