ლელა ბავშვობის ოცნებას ისრულებს

3 აგვ, 2023

29 წლის ლელა აბიტურიენტია. მან ბავშვობის ოცნების ასრულება და ციფრულ ტექნოლოგიებთან დაახლოება LINKS პროექტის ფარგლებში დაიწყო. კომპიუტერული უნარების შემსწავლელი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტაჟირებასაც გადის და სამომავლოდ განვითარებასაც ამ მიმართულებით გეგმავს.