პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და დემოკრატიის დაცვას, უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და აქტივისტების მხარდაჭერის, მათ შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის საერთო ნიადაგის შექმნის გზით.
პროგრამა ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გასაზრდელად მუშაობს. ეს საქმიანობა მოიცავს როგორც საქართველოს ევროპულ კავშირში გაწევრების მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდას, ასევე ევროპული კავშირის წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგსა და ანგარიშების მომზადებას.
პროგრამა მხარს უჭერს ონლაინ მედია ორგანიზაციებს დედაქალაქსა და რეგიონებში და აძლიერებს მედიის ადვოკატირების კოალიციას. ასევე, პროგრამა, პარტნიორებთან ერთად, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების ადვოკატირების კამპანიებს ახორციელებს.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას, მათი შესაძლებლობების გაძლიერებასა და მათ მონაწილეობას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, საქართველოში ინკლუზიური საზოგადოების განვითარებისთვის.
პროექტი მიზნად ისახავს სტრატეგიული მხარდაჭერის უზრუნველყოფას მედიის ადვოკატირების კოალიციისათვის (MAC), რომელიც აერთიანებს 16 წამყვან მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას საქართველოში.
პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას, საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით.
პროექტი მიზნად ისახავს თანასწორობის კოალიციის გაძლიერებას.
პროექტის მიზანია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის შექმნის, დანაშაულისა და ნარკომანიის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის სისტემების გაუმჯობესების გზით ხელი შეუწყოს ადამიანთა უსაფრთხოების გაზრდას საქართველოში.
აუცილებელია, სრულად შეავსოთ ინფორმაცია, რომელსაც ფონდში წარმოდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს.
სასურველია, ფონდში პროექტის შემოტანამდე კონსულტაცია გაიაროთ კონკრეტული პროგრამის წარმომადგენლებთან.
ფონდის დაფინანსებული
პროექტების ბაზა.